სამაგისტრო ნაშრომის მატერიალურად წარმოდგენის ვადა - სამართლის, საერთაშორისო სამართლისა და მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის.
მაგისტრანტების საყურადღებოდ.
გთხოვთ, გაეცნოთ:
- სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის დაგეგმვის, შესრულებისა და შეფასების წესს - სამაგისტრო ნაშრომის მოცულობა და სტრუქტურა განსაზღვრულია წინამდებარე წესის დანართის შესაბამისად.
- სამაგისტრო ნაშრომის მიმართ მოქმედი სამეცნიერო კვლევის შინაარსობრივი მოთხოვნები განსაზღვრულია ფაკულტეტის მიერ დადგენილი აკადემიური წერის სტანდარტებით.
სამაგისტრო ნაშრომის მატერიალურად წარმოდგენა: 30 ივნისი - 04 ივლისი, 17:00 სთ.მდე.
მისამართი: თსუ II აკადემიური კორპუსი, 212-ე ოთახი .
საბუთების მიღება იწარმოებს:
10:00- 14:00 და 15:00 – 17:00 პერიოდში
მაგისტრანტმა ფაკულტეტს უნდა წარუდგინოს:
- სამაგისტრო ნაშრომი აკინძული (1 ეგზემპლარი);
- ნაშრომის ელექტრონული ვერსია (Word და PDF ფორმატი) CD დისკზე ჩაწერილი;
- ID ბარათის, ან პასპორტის ასლი;
- დადასტურება ნაშრომის ორიგინალობის შესახებ (ფორმა);
- სამაგისტრო ნაშრობის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა);
- ხელმძღვანელის წერილობითი და ხელმოწერილი დასკვნა სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვაზე დაშვების თაობაზე;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი); აღნიშნული ეხება, მხოლოდ მას ვისაც წარმოდგენილი არ აქვს ბაკალავრის დიპლომის და დანართის შესაბამისად დამოწმებული ვერსია.*
- სამაგისტრო ნაშრომის სატიტულო გვერდი უნდა იყოს თანდართული თავფურცელის შესაბამისი.
*ჩამოთვლილი დოკუმენტაციის გარეშე არ მიიღება სამაგისტრო ნაშრომი!